ოქროს გლობუსის 78-ე დაჯილდოების ცერემონია დისტანციურად გაიმართა

"ოქროს გლობუსის" 78-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა. კინოსამყაროსთვის წლის უმნიშვნელოვანესი დაჯილდოების საღამო კორონავირუსის პანდემიის გამო, უჩვეულო ფორმატში, დისტანციურად ჩატარდა.
საუკეთესო მხატვრული ფილმის ტიტული Nomadland-მა მიიღო. ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი ანდრა დეი გახდა, ფილმში The United States vs. Billie Holiday, კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ტიტული კი ჩედვიკ ბოუზმენიმ მოიპოვა. ნომინაციაში, საუკეთესო მხატვრული ფილმი - კომედია ან მიუზიკლი, Borat Subsequent Moviefilm-მა გაიმარჯვა.
საუკეთესო ანიმაცია - Soul;
საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმი - Minari, აშშ;
მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორი - ქლოა ჭაო, Nomadland;
მხატვრული ფილმის საუკეთესო სცენარი - The Trial of the Chicago 7;
საუკეთესო ორიგინალური მუსიკა - Soul;
საუკეთესო ორიგინალური სიმღერა - Io Si (The Life Ahead);
საუკეთესო სატელევიზიო სერიალი - დრამა - The Crown ;