სასამართლომ კევინ სპეისი ყველა ბრალდებაში გაამართლა

26.07.23 18:49
სასამართლომ კევინ სპეისი ყველა ბრალდებაში გაამართლა

ოსკაროსანი მსახიობი კევინ სპეისი სექსუალური ძალადობის ყველა ბრალდებაში გამართლდა. ლონდონის სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ჰოლივუდის 64 წლის ვარსკვლავს სექსუალური ხასიათის სხვადასხვა დანაშაულების ჩადენაში სდებდნენ ბრალს. საქმე ეხება 2004-2013 წლების პერიოდს, როცა სპეისი Old Vic Theatre-ის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.