ელენე ნავერიანის ფილმი "შაშვი, შაშვი, მაყვალი" სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია

ელენე ნავერიანის ფილმი "შაშვი, შაშვი, მაყვალი" სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია
ფილმმა 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა.
ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ეკა ჩავლეიშვილმა კი ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო ჯილდო.
ფესტივალს ფილმის გადამღები ჯგუფის ოთხი წევრი ელენე ნავერიანი, ეკა ჩავლეიშვილი, ქეთი დანელია და შვეიცარიელი პროდიუსერი ესწრებოდა.