60 წელი Rolling Stones-ის გვერდით- ჩარლი უოტსი

02.06.21 19:18
60 წელი Rolling Stones-ის გვერდით- ჩარლი უოტსი

მისი სახე Rolling Stones-ის საფირმო ნიშნად იქცა, 60 წელია, რაც Rolling Stones-შია და ახლა უკვე წასვლაზე დაფიქრდა - წერს ინგლისური The Guardian ჩარლი უოტსის შესახებ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩარლი უოტსის გარეშე ჯგუფი Rolling Stones  დიდი ხანია, დაიშლებოდა, მაგრამ მისი დიპლომატიური თვისებების წყალობით მაყურებელი კვლავ აღფრთოვანებას ვერ მალავს მიკ ჯაგერისა და კიტ რიჩარდსონის მუსიკით.

ჩარლი უოტსი 1941 წელს ლონდონში დაიბადა, სატვირთო მანქანის მძღოლის შვილმა ხელოვნება და გრაფიკა შეისწავლა, 1962 წელს კი მიკ ჯაგერსა და გიტარისტ ბრაიან ჯონსთან ერთად ჯგუფი Rolling Stones შექმნა

,,ჩარლი მე საშუალებას მაძლევს, ცაში ვიფრინო" - განაცხადა ერთხელ კეიტ რიჩარდსმა. 

80 -იან წლებში მან დაამარცხა ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება. ეს ის პერიოდია, როცა როკ ვარსკვლავები ცხოვრების არასწორი მეთოდის გამო გაზეთის სათაურებში ხვდებოდნენ.

ჩარლი უოტსი როკენროლის ვარსკვლავს საერთოდ არ ჰგავს, ჯინსების ნაცვლად კოსტიუმებს იცვამს, აღმერთებს ჯაზს, არ უყვარს, როცა მაყურებელიუ ტაშს  ფეხზე დამდგარი დიდი ხნის განმავლობაში უკრავს და თავისუფალ დროს დაკავებულია ძვირფასი ჯიშის ცხენების მოშენებით.

ჟურნალმა Rolling Stones-მა ჩარლის მსოფლიოს საუკეთესო დრამერთა სიაში მხოლოდ მეთორმეტე ადგილი მიაკუთვნა, მაგრამ მუსიკოსს ეს საერთოდ არ სწყინს.

მე უბრალოდ ბარაბანზე დაკვრა მომწონს, თუმცა,რაც დრო გადის, სულ ვგრძნობ, რომ დაკვრის ხელოვნებაში დიდი პრობლემები მაქვს. უკვე დროა, პენსიაში გავიდე და მაყურებელს დავემშვიდობო - აცხადებს ლეგენდარული დრამერი.