მხატვარი, ფერნანდო ბოტერო, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

კოლუმბიელი მხატვარი, ფერნანდო ბოტერო, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბოტერომ მსოფლიო პოპულარობა თავისი სკულპტურებითა და გამორჩეულად მოცულობითი, მონუმენტური ფიგურების გამომსახველი ფერწერული ნამუშევრებით მოიპოვა.
მხატვრის ქალიშვილის თქმით, მონაკოში მცხოვრები ბოტერო პნევმონიით იტანჯებოდა.
კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ, ბოტეროს "ჩვენი ტრადიციებისა და ნაკლების, ჩვენი სათნოების მხატვარი" უწოდა.
მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას მისეული ვერსიაა.