რეზო გაბრიაძეს 10 ივნისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

08.06.21 15:08
 რეზო გაბრიაძეს 10 ივნისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ქართველ მწერალს,  მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორ რეზო გაბრიაძეს ხუთშაბათს, 10 ივნისს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. გაბრიაძეს ანჩისხატის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

კინოსა და დრამის რეჟისორი, მარიონეტების თეატრის დამაარსებელი,  რევაზ გაბრიაძე, 6 ივნისს, 84 წლის ასაკში, გარდაიცვალა.