მუსიკოსები საავტორო უფლებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ
ხელოვნები საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მივვარებას ითხოვენ. კანონის მიღების მოთხოვნით მათ პარლამენტში შესაბამისი წერილი შეაქვთ, რომელსაც ხელს 400-ზე მეტი მუსიკოსი აწერს.
მათი თქმით, თანხები, რომელიც საავტორო უფლებების საშუალებით მათ სახელზე გროვდება და ,,საავტორო უფლებათა ასოციაცია" მართავს, გააუმჭვირვალეა.
ხელოვენების თქმით, ორი წელია, ანაზღაურება ნორმალურად არ მიუღიათ.
მათი თქმით, წლების განმავლობაში გაურკვეველი იყო, რა პრინციპით ხდებოდა მათი ნაწარმოებების საჯარო შესრულებასთან დაკავშირებული ჰონორარების შეგროვება და განაწილება.
პარლამენტში შეგვაქვს წერილი. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ბუნდოვანებაა. ავტორების უფლებები არ არის გამჭვირვალე და კარგად დაცული. სწორედ ამიტომ წამოვედით იმ ორგანიზაციიდან ორი წლის წინ და ორი წლის მანძილზე ჩვენი თანხები ირიცხებოდა იმავე ორგანიზაციაში, რომლის მუშაობითაც უკმაყოფილო ვართ.
თანხები არის აბსოლუტურად გაურკვეველი, ჩვენამდე არ მოსულა. ამ ორგანიზაციიდან გამოვედით 400-მდე ავტორი და ვართ ჰაერში. თანხები არ ერიცხება იმ კომპანიას, ვისაც ვენდობით.
გვინდა, რომ პარლამენტმა შეიტანოს სინათლე და მოვუსმინოთ ავტორებს, მათ სურვილს, რადგან მგონია, რომ უზენაესი ამ შემთხვევაში ავტორები არიან, როდესაც უფლებებზე არის საუბარი. არ მგონია, ესეც კორექტული იყოს, როდესაც ავტორები ვმართავთ პრესკონფერენციას და დაუპატიჟებელი ადამიანი მოდის, ხელს გვიშლის. ეს აჩვენებს, როგორ მუშაობს კომპანია“, – განაცხადა დათო ევგენიძემ.