გერმანიაში სავარაუდოდ ალბრეხტ დიურერის აქამდე უცნობი ნახატი აღმოაჩინეს

15.06.21 14:15
გერმანიაში სავარაუდოდ ალბრეხტ დიურერის აქამდე უცნობი ნახატი აღმოაჩინეს

გერმანელმა სპეციალისტებმა სავარაუდოდ, ალბრეხტ დიურერის აქამდე უცნობ შედევრს მიაკვლიეს. იოანე ნათლისმცემლის სიკვდილით დასჯის სცენა ქალაქ კრაილსჰაიმის ეკლესიაში დიურერის სტილითაა შესრულებული, იუწყება DW.

გერმანელი სპეციალისტების ყურადღება ქალაქ კრაილსჰაიმის ეკლესიის მხატვრობამ მიიპყრო. მის ერთ-ერთ კედელზე გამოსახული ჯალათი, რომელსაც ხელში იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი უჭირავს, ძალიან ჰგავდა ალბრეხტ დიურერის მხატვრობის სტილს. 

ჯალათის სახის გამომეტყველება, მისი დაკუნთული სხეული და დგომის პოზა - ეს მიუთითებს დიურერის ფუნჯის მაგიაზე - აცხადებს მანუელ თეგეთ ველცი, ერლანგერის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი.

DW-ს ინფორმაციით, ამჟამად სპეციალისტები ულტრაიიისფერი სხივების გამოყენებით ეკლესიის მხატვრობის შესწავლას და მასთან ალბერტ დიურერის კავშირს ადგენენ. 

ქალაქ კრაილსჰაიმის ეკლესიის მხატვრობა 1490 წლით თარიღდება. მეცნიერებს არ აქვთ 100%-იანი გარანტია, რომ ეკლესია დიურერის მოხატულია, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ავტორის დადგენა უზარმაზარი ნაბიჯი იქნებოდა დიურერის შემოქმედების კვლევის საქმეში. 

სპეციალისტების აზრს ის ფაქტიც ამყარებს, რომ ეკლესიაში გამოსახული ჯალათის სახე ძალიან ჰგავს დიურერის დედის პორტრეტს, რომელიც თავად მხატვარმა დახატა.

 ქალაქ კრაილსჰაიმის ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში დაკეტილია, ის მხოლოდ დიდი რელიგიური დღესასწაულების დროს იხსნება.