კანის 74-ე კინოფესტივალის ნომინანტები გამოვლინდა

19.07.21 18:26
კანის 74-ე კინოფესტივალის ნომინანტები გამოვლინდა

კანის 74-ე კინოფესტივალი დასრულდა. საუკეთესო რეჟისორ ქალად ფრანგი ჯულია დიუკორნო დასახელდა. ამის შესახებ DW იუწყება
გამოცემის ინფორმაციით, ფრანგი რეჟისორის ფილმა ,,ტიტანი" კანის ფესტივალის მთავარი პრიზი, ,,ოქროს პალმის რტო" მიიღო.  ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რეჟისორმა ქალმა მსოფლიო კინემატოგრაფიის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. პირველი შემთხვევა იყო ახალზელანდიელი ჯეინ კემპიონი დრამით ,,პიანინო".
ფესტივალის გრან-პრი ერგო ირანულ ფილმს ,,გმირი", რომლის რეჟისორია ასგარ ფარხადი და იუხო კუოსმანენის ,,კუპე ნომერ 6".

საუკეთესო მამაკაც რეჟისორად ფრანგი ლეოს კარაკასი დასახელდა. მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის კი ამერიკელი ქალებ ლენდრი ჯონსი იქნა მიჩნეული, რომელმაც წარმატებით ითამაშა ტრილერში ,,ნიტრამი". 

ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფესტივალზე ნორვეგიელი რენატე რეინსვე იქნა მიჩნეული, , რომელმაც მთავარი როლი შეასრულა იოაკიმე ტრიერერის ფილმში ,,სამყაროში საუკეთესო ადამიანი". 

საუკეთესო სცენარისტად კინომცოდნეებმა რიუსუკე ხამაგუტი დაასახელეს, ფილმ ,,მიჯექი ჩემი მანქანის საჭეს" სცენარის ავტორი.