ზელენსკი ბუბა კიკაბიძეს 83 წლის იუბილეს ულოცავს

19.07.21 19:36
ზელენსკი ბუბა კიკაბიძეს 83 წლის იუბილეს ულოცავს

მილიონობით ადამიანისთვის ძვირფასი ვახტანგ კიკაბიძე დღეს დაბადებულა, ვულოცავ - ამ სიტყვებით მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა იუბილე საქართველოს დამსახურებულ არტისტს, მომღერალ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს: 

არა მარტო საქართველოს, არამედ, მილიონობით ადამიანისთვის ძვირფასი ადამიანი, ვახტანგ კიკაბიძე, დღეს დაბადებულა. 83 წელი შეუსრულდა. ვულოცავ ბატონ ბუბას და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობაც მეძლევა. ძალიან ენერგიულია, დიდი შთაგონების წყაროა და ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის წყაროს, სიცოცხლის მოყვარულია"- განაცხადა ზელენსკიმ.