გამოძიება მზადაა, მორგოშია დასაჯოს, თუმცა ელიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას - ნანუკა ჟორჟოლიანი

23.07.21 16:10
გამოძიება მზადაა, მორგოშია დასაჯოს, თუმცა ელიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა. ტელეწამყვანი საათზე მეტია, ,,მთავარი არხის" ჟურნალისტი  გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა. დიღმის მთავარ სამმართველოში ჟურნალისტი 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარეს. ნანუკა ჟორჟოლიანმა პოლიციის განყოფილებაში ვიდეო მტკიცებულებები მიიტანა, სადაც კარგად ჩანს და ისმის, როგორ მოუწოდებენ ძალადობრივი დაჯგუფეფების ორგანიზატორები ძალადობისკენ. 

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა ტვ პირველს განუცხადა, საგამოძიებო უწყება ძალადობის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებზე ყველა ინფორმაციას ფლობს და ისინი ემიჯნებიან რადიკალიზმს, თუმცა, სამართალის აღსასრულებლად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

როგორც მივხვდი, გამომძიებელთან დაბარება განაპირობა პარლამენტში ჩვენმა გაკეთებულმა განცახადებამ, რომ გვაქვს ძალადობის სამხილები. ვიდეო სამხილები, რაც ჩვენ მივუტანეთ, ამის შესახებ ყველაფერი იცოდნენ. ვკითხე, რაც მორგოშიამ გააკეთა, ის მე რომ გავაკეთო, დამაკავებთ და იყო უხერხული პაუზები. შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ საგამოძიებო უწყებაში ყველაფერი იციან და არ მოსწონთ მოძალადეები, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები და ღარიბაშვიულმა უნდა გადაწყვიტოს. ყველაფერი მზად აქვთ, რომ მორგოშია დაისაჯოს - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.