მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს - პოეტი ეკა ქევანიშვილი კონკურს ,,ლიტერას" ტოვებს

,,ბოდიში. ასე არ გამოვა. 4 შერჩეული, მააგრამ ერთი "ზემოდან" დანიშნული ჟიურის წევრი" - პოეტმა ეკა ქევანიშვილმა კონკურს ,,ლიტერას" დატოვების გადაწყვეტილება ჟიურის გამო მიიღო.
ძალიან უსიამოვნოა და საშიში.
ბოლომდე ვიკავე თავი რამდენიმე არგუმენტით. "ლიტერას" გულშემატკივრობით. მაგრამ არა.
მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს - წერს სოციალურ ქსელში ეკა ქევანიშვილი.
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დებულების თანახმად, საკონკურსო წიგნებს 5 წევრიანი ჟიური შეაფასებს. წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობა ასეთია:
ბელა წიფურია - ლიტერატურათმცოდნე
რეზო თაბუკაშვილი - მწერალი
ლელა კოდალაშვილი - მწერალი, კრიტიკოსი
ოქტაი ქაზუმოვი - ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი
იოსებ ჭუმბურიძე - პუბლიცისტი
ავტორების სურვილის გათვალისწინებით, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ კონკურსიდან მოიხსნა წიგნები: ტორესა მოსი - „ორდროშობანა“; „ინტელექტი“ (ნომინაცია - წლის საუკეთესო რომანი);
მათე სარალიშვილი - „მივიწყებულნი“; „სულაკაურის გამომცემლობა“ (ნომინაცია - წლის საუკეთესო დებიუტი);
ნატალია ავალიანი - „დამწყები“ / „ლაბირინთი მანუელისთვის“; „პალიტრა L“ (ნომინაცია - წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი).