წულუკიანმა კონკურსში პოლიტიკური თემა წამოწია უხეში საბჭოთა მეთოდებით - ,,ლიტერას" ჟიურის ყოფილი წევრი

30.07.21 13:32
წულუკიანმა კონკურსში პოლიტიკური თემა წამოწია უხეში საბჭოთა მეთოდებით - ,,ლიტერას" ჟიურის ყოფილი წევრი

კულტურის მინისტრმა ჩაიდინა ისეთი რამ, რაც არ მომხდარა ბოლო 35 წლის განმავლობაში - ამის შესახებ ,,ლიტერას" კონკურსის ჟიურის ყოფილი წევრმა, მწერალმა ლელა კოდალაშვილმა განაცხადა. მის თქმით, წულუკიანმა ლიტერატურულ კონკურსი პოლიტიზირებული გახადა, თან ეს უხეში საბჭოთა ფორმით გააკეთა.

წულუკიანმა მწერლებს ჩაუსვა მაკონტროლირებელი ორგანო ერთი ადამიანის სახით და ფაქტობრივად ჩაშალა ჟიურის სამუშაო პროცესი.  ანუ ლიტერატურული თემა საერთოდ უკან წავიდა და წამოიწია პოლიტიკური პრიოროტეტები, პოლიტიკური კონიუქტურა, თანაც ძალიან უხეში და საბჭოთა მეთოდებით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რადიკალურად გვემოქმედა და ჩაგვეშალა ეს ყველაფერი - აცხადებს ლელა კოდალაშვილი.

მწერლები და საზოგადო მოღვაწეები საერთო განცხადებს ავრცელებენ, რომელშიც მოუწოდებენ კულტურის მინისტრს, უკან გაიწვიოს მის მიერ დანიშნული ჟიურის წევრი და შეწყვიტოს ცენზურა.

მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს მის მიერ დანიშნული ,,ლიტერას" ჟიურის წევრი,  შეწყვიტოს მისთვის სრულიად უცხო სფეროში ცენზურის დაწესების მცდელობა და მწერლების პარტმუშაკებად ქცევაზე ოცნება-   ვკითხულობთ საქართველოს პენცენტრის განცხადებაში, რომელსაც 80-მდე მწერალი აწერს ხელს.

მსგავსი შინაარსს ატარებს  ,,ლიტერას" კონკურსში მონაწილე  მწერლების, გამომცემლობებისა და დიზაინერების ღია წერილიც.  

,,ლიტერა"  ცენზურის გამოკონკურში მონაწილე მწერლებმაც დატოვეს.