გელა ჩარკვიანმა "ლიტერას" კონკურსიდან საკუთარი წიგნი მოხსნა

31.07.21 21:41
გელა ჩარკვიანმა "ლიტერას" კონკურსიდან საკუთარი წიგნი მოხსნა

გელა ჩარკვიანმა "ლიტერას" კონკურსიდან საკუთარი წიგნი მოხსნა. 

 ინფორმაციას გამომცემლობა "არტანუჯი" Facebook-ზე ავრელებს. 

გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა „არტანუჯი” მის წიგნს – „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი” პრემია „ლიტერადან” ხსნის, - წერს გამომცემლობა.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ "ლიტერას" კონკურსს უნდობლობა მწერლებმა მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც ჟიურიში კულტურის სამინისტრომ საკუთარი წარმომადგენელი შეიყვანა. პროტესტის ნიშნად ჟიური ყველა წევრმა დატოვა, გარდა სამინისტროს წარმომადგენლისა.„მწერალთა სახლის“ დირექტორი არ გამორიცხავს, რომ პრემია „ლიტერა“ აღარ ჩატარდეს.