ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო ფილმმა ლოკარნოს კინოფესტივალზე ოქროს ლეოპარდი აიღო

17.08.24 19:27
ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო ფილმმა ლოკარნოს კინოფესტივალზე ოქროს ლეოპარდი აიღო

ქართველი რეჟისორის, ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო მხატვრული ფილმი, "წმინდა ელექტროენერგია" ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა და ოქროს ლეოპარდი აიღო.

ფილმის პრემიერა სწორედ ლოკარნოს კინოფესტივალზე შედგა.

"წმინდა ელექტროენერგია" საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებულია და ის საპროდუსერო კომპანია "ნუში ფილმის" გადაღებულია.

მინდა, ეს ფილმი მივუძღვნა ქართული კინოს იმ ნაწილს, რომელიც სავსეა საინტერესო და ნიჭიერი ადამიანებით, მაგრამ ახლა ძალიან რთული დრო აქვთ, რადგან ქართველი რეჟისორების დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია ეროვნული კინოცენტრის წინააღმდეგ. მათ არავინ უსმენს, ამიტომ ბევრი მნიშვნელოვანი ფილმის გადაღება ვერ ხერხდება. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე კარგად დასრულდება და შევძლებთ მეტი კარგი ქართული ფილმის გადაღებას და ნახვას." - განაცხადა ტატო კოტეტიშვილმა.