ოქროს ფონდი საფრთხეშია - აქცია მუზეუმის გადასარჩენად

“ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის გადასარჩენად!" - ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელოვნების მუზეუმის დასაცავად შეიკრიბნენ.
ისინი შენობიდან ოქროს ფონდის გატანის ევაკუაციის გეგმას,მუზეუმის სტატუსის შენარჩუნებას და მუზეუმში "ჩამოლაბორანტებული" თანამშრომლების დაბრუნებას ითხოვენ.
გეგმის მიხედვით, ხელოვნების მუზეუმის შენობის დაცლას კულტურის სამინისტრო 5 აგვისტოდან იწყებს. ჯერჯერობით გაურკვეველია, სად წავა ეროვნული საგანძური. მოქმედი თანამშრომლები კულტურის სამინისტრომ ამ პროცესიდან გამოთიშა. პარალელურად კი საპატრიარქომ ხელისუფლებას ანჩისხატის ეკელსიისთვის გადაცემა მოითხოვა.