საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დღევანდელი მატჩის რეჟისორი კახა მელიქიძე არ იქნება

23.03.25 17:11
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დღევანდელი მატჩის რეჟისორი კახა მელიქიძე არ იქნება

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დღევანდელი მატჩის რეჟისორი კახა მელიქიძე არ იქნება. ინფორმაცია "პირველებისთვის" ცოტა ხნის გახდა ცნობილი.

ირკვევა, რომ რეჟისორი სპეციალურად თურქეთიდან არის მოწვეული.

მელიქიძემ საზმაუს ბორდის სხდომაზე ადმინისტრაცია ღიად ამხილა და თქვა, რომ მას საქართველოს ნაკრების თამაშის დროს კადრში ირაკლი კობახიძის გამოჩენას სთხოვდნენ. მან ასევე თქვა, რომ შენივნა მიიღოს იმის გამო, რომ ეთერში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რამდენჯერმე გამოაჩინა. მელიქიძის თქმით, ეს მოთხოვნები UEFA-ს წესებს ეწინააღმდეგებოდა.