უკრაინა ქვეყნიდან ორ უნგრელ დიპლომატს აძევებს - სიბიგა
უკრაინა ქვეყნიდან ორ უნგრელ დიპლომატს აძევებს - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება ოფიციალურმა კიევმა უნგრეთის ქმედების საპასუხოდ მიიღო.
ამ წამს მოვიწვიეთ უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შესაბამისი ნოტა გადავეცით“, - განაცხადა სიბიგამ.
ცნობისთვის, 9 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც უკრაინის ზაკარპატიეს რეგიონში ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა.
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრული ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავების შესახებ მათ კიევისგან არანაირი ოფიციალური ცნობა არ მიუღიათ, რამდენიმე საათის შემდეგ კი უნგრეთმა ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა.