The Washington Post: ირანმა აშშ-ის სამხედრო ძალებზე თავდასხმისთვის Starlink-ის ინტერნეტი გამოიყენა
ირანმა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმისთვის სატელიტური ინტერნეტის სისტემა Starlink გამოიყენა, – ამის შესახებ The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ილონ მასკის აღშფოთება გამოიწვია ინფორმაციამ, რომ ირანულმა მხარემ Starlink-ის სერვისით უნებართვოდ ორჯერ ისარგებლა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევებზე საუბარია აშშ-ის თავდაცვის მინისტრისთვის მომზადებულ გასაიდუმლოებულ ანგარიშშიც, თუმცა პენტაგონი დოკუმენტის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.