როგორ აიძულონ პუტინი, ომი შეწყვიტოს - ლონდონში ევროპელი ლიდერების შეხვედრა იმართება

12.05.25 13:47
როგორ აიძულონ პუტინი, ომი შეწყვიტოს - ლონდონში ევროპელი ლიდერების შეხვედრა იმართება

ლონდონში ევროპელი ლიდერების შეხვედრა დაიწყო. ლანკასტერის სასახლეში ამ წუთებში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთის, გერმანიისს და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის დახმარების საკითხზე მსჯელობენ. ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, როგორ გააძლიერონ ზეწოლა პუტინზე, რომ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები.

თუ რუსი დიქტატორი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპა სანქციების ახალ პაკეტს აამოქმედებს. შეზღუდვები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს შეეხება.

ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, რომ პუტინი ახლა "თამაშობს": ერთის მხრივ ამტკიცებს, რომ მშვიდობა და მოლაპარაკებები სურს, ხოლო მეორე მხრივ უკრაინაზე იერიშებს განაგრძობს. 

ჩვენ ვნახეთ რაც თქვა პუტინმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელი ღამე უკრაინა ისევ დრონებით იბომბებოდა. ასზე მეტი დრონი გადაისროლეს. ნებისმიერი საუბარი მშვიდობაზე უნდა დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტით. ჩვენ გვინდა, დავინახოთ, რომ რუსეთსაც სურს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ესაუბროს უკრაინას. ჩვენ უნდა გავაძილიეროთ ზეწოლა რუსეთზე, გვაქვს სანქციების ახალი პაკეტიც შემუშავებული, რომლითაც კიდევ უფრო გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, რომ ომი შეწყვიტოს. 
ფაქტია, რუსეთი ახლა თამაშობს. მშვიდობა ნიშნავს, რომ ორიდან ორს სურს მშვიდობა და არა იმას, რომ ორიდან ერთი ისევ ომობს. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთს ისევ ომი უნდა. ომი ორი თვის წინაც შეიძლებოდა, რომ დასრულებულიყო, როცა უკრაინა შეთანხმებისთვის მზად იყო. რუსეთი ისევ თამაშობს. ჩვენ უნდა ვაიძლოთ რუსეთი, რომ ეს ომი შეწყვიტოს. ჩვენ ყველას მშვიდობა გვინდა, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა. 

 

ამასთან, ევროპელი ლიდერები ახლა ზელენსკის განცხადებაზე პუტინის პასუხს ელიან, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ამ დრომდე დუმს. 

მსგავსი სიახლეები