მედია: ევროკავშირი ზომებს ამზადებს, რომ უნგრეთის ვეტოს გვერდი აუაროს და რუსეთს სანქციები დაუწესოს

ევროკავშირი რუსეთის კაპიტალის კონტროლის და ტარიფების დაწესებას განიხილავს, თუ უნგრეთი ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებას დაბლოკავს", - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times- - ავრცელებს.
მედიის ცნობით, ევროკომისიამ განაცხადა, რომ სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის 200 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივები, შესაძლოა სხვა სამართლებრივ საფუძველზე გადავიდეს, რათა ბუდაპეშტის ვეტოს გვერდი აუარონ.
გამოცემა ასევე წერს, რომ შემოვლითი გზების განსახილველად, ევროკავშირს უმრავლესობის ხმები დასჭირდება, რათა სანქციები გაახანგრძლივოს. განხილული ორი ვარიანტია - კაპიტალის კონტროლი, რომელიც ხელს შეუშლის რუსეთში ნაღდი ფულის შემოდინებას და სავაჭრო ზომები, როგორიცაა ტარიფები.
ჩვენ ყველანი A გეგმაზე ვართ კონცენტრირებულები. თუმცა, ჩვენ განვიხილავთ ალტერნატიული ვარიანტების სამართლებრივ საფუძველს", - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.