ზელენსკი: უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის - ჩვენ არ გვეშინია შეხვედრების

14.05.25 22:36
ზელენსკი: უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის - ჩვენ არ გვეშინია შეხვედრების

"უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის და ჩვენ არ გვეშინია შეხვედრების, ხვალ - თურქეთში" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მსოფლიოზეა დამოკიდებული. 

სამხედრო მოქმედება ჩვენი არჩევანი არ არის. ეს ჩვენი თავდაცვაა - თავდაცვა ოკუპანტის წინააღმდეგ. ამ ომის შესახებ ყველა კითხვაზე პასუხი - რატომ დაიწყო, რატომ გრძელდება - მოსკოვშია. როდის დასრულდება ომი, ეს მსოფლიოზეა დამოკიდებული. უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის და ჩვენ არ გვეშინია შეხვედრების. ხვალ - თურქეთში", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლო შეხვედრა ხვალ, 15 მაისს გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე ჩასვლა არ გამორიცხა. 

მსგავსი სიახლეები