მედია: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის, სტამბოლში, უიტკოფი და რუბიო გაემგზავრებიან

15 მაისს, სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ჩავა.
მედიის ცნობით, უიტკოფმა დოჰაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დრომდე გაურკვეველია, დაესწრება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაგეგმილ აუდიენციას.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლო შეხვედრა ხვალ, 15 მაისს გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე ჩასვლა არ გამორიცხა.