ევროპარლამენტი უნგრეთისთვის დაფინანსების სრულ გაყინვას ითხოვს

ევროპარლამენტი უნგრეთისთვის დაფინანსების სრულ გაყინვას ითხოვს. ამის შესახებ ევროდეპუტატების სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროპარლამენტარების ჯგუფმა მოუწოდა ბრიუსელს, გაყინოს უნგრეთისთვის ყველა დაფინანსება თავისუფლებების შემდგომი შეზღუდვის, დემოკრატიის შელახვისა და ევროკავშირის კანონისა და ღირებულებების შეუსრულებლობისთვის.
ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით უნგრეთსა და ევროკავშირს შორის არსებული კონფლიქტების გამო მილიარდობით ევრო უკვე გაყინულია. საფუძველი იყო თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ მოპყრობა და კორუფციის ეჭვები.
კორუმპირებული რეჟიმის დაფინანსების გაგრძელება, რომელიც ღიად ძირს უთხრის ევროპულ ღირებულებებს, მიუღებელია. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს უნგრეთის ყველა დაფინანსება ყველა არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენებით,- ნათქვამია პარლამენტარებმა მიმართვაში.
აღნიშნულია, რომ წერილის ინიციატორი ფრაქცია "მწვანეებია", თუმცა მას ასევე მოაწერეს ხელი ევროპარლამენტის სხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა, კერძოდ, მემარჯვენე-ცენტრისტულმა ევროპის სახალხო პარტიამ, ცენტრისტული პარტია განაახლე ევროპა და სოციალ-დემოკრატიული SDP.
წერილს ჯამში 26 დეპუტატი აწერს ხელს.