პუტინი კიდევ უფრო მეტ დარტყმას, თავდასხმას და ბავშვების მკვლელობას ბრძანებს - სიბიგა

როდესაც მთელი მსოფლიო მოუწოდებს მკვლელობების დასრულებისკენ, პუტინი კიდევ უფრო მეტ დარტყმას, თავდასხმას და ბავშვების მკვლელობას ბრძანებსб - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
სიბიგა მსოფლიოს მოუწოდებს, რუსეთზე მეტი ზეწოლა განახორციელოს, რათა საზარელი მკვლელობები დასრულდეს.
მძიმე კვირა დილა უკრაინაში უძილო ღამის შემდეგ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
რუსეთმა ღამით უკრაინის ქალაქებსა და თემებში ასობით დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ და დაიღუპნენ, მათ შორის, სულ მცირე, სამი ბავშვი.
როდესაც მთელი მსოფლიო მოუწოდებს მკვლელობების დასრულებისკენ, პუტინი კიდევ უფრო მეტ დარტყმას, თავდასხმას და ბავშვების მკვლელობას ბრძანებს.
ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სრული, უპირობო და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას ნებისმიერი მნიშვნელოვანი სამშვიდობო ძალისხმევისთვის. მსოფლიომ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რომ დაუყოვნებლივ დაასრულოს მკვლელობები, - წერს სიბიგა.
რუსეთმა უკრაინაზე მასიური უპილოტო და სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მრავალ რეგიონში დაფიქსირდა მასშტაბური ნგრევა, ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.