უკრაინაზე განხორციელებული მასირებული თავდასხმის შემდეგ კალასი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას ითხოვს

25.05.25 19:12
უკრაინაზე განხორციელებული მასირებული თავდასხმის შემდეგ კალასი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას ითხოვს

უკრაინაზე ღამით განხორციელებული მასიური თავდასხმის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

კალასის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მოსკოვს ომის დასრულება განზრახული არ აქვს. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის ახალი ტანჯვისა და განადგურებისკენ ისწრაფვის.

ჩვენ გვჭირდება ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყდეს ეს ომი,- თქვა კალასმა.

მსგავსი სიახლეები