მარკო რუბიო: ვაცხადებ ახალ სავიზო შეზღუდვებს უცხო ქვეყნის ოფიციალურ პირებსა და ადამიანებზე, რომლებიც ამერიკელების დაცენზურების თანამონაწილეები არიან

"ვაცხადებ ახალ სავიზო შეზღუდვებს, იმ უცხო ქვეყნის ოფიციალურ პირებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ამერიკელების დაცენზურების თანამონაწილეები არიან"- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისი თქმით, უცხოელები, რომლებიც ამერიკელების უფლებების შელახვაზე მუშაობენ, არ უნდა სარგებლობდნენ ამერიკაში მოგზაურობის პრივილეგიით.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, უცხოური ხელისუფლება ამერიკელებს აჯარიმებდა, ავიწროებდა და ბრალდებებსაც კი უყენებდა სიტყვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო.
დღეს მე ვაცხადებ ვიზების შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება უცხოელ თანამდებობის პირებსა და იმ პირებზე, რომლებიც ამერიკელების დაცენზურებაში მონაწილეობენ.
სიტყვის თავისუფლება აუცილებელია ამერიკული ცხოვრების წესისთვის - ეს არის თანდაყოლილი უფლება, რომელზეც უფლებამოსილება უცხოურ მთავრობებს არ აქვთ.
უცხოელები, რომლებიც ამერიკელების უფლებების შელახვაზე მუშაობენ, არ უნდა სარგებლობდნენ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის პრივილეგიით. ლათინურ ამერიკაში, ევროპაში თუ სხვაგან, დასრულდა პასიური მოპყრობის დღეები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამერიკელების უფლებების შელახვაზე მუშაობს." - განაცხადა მარკო რუბიომ.