უარს ამბობს თუ არა რუსული მხარე უკრაინასთან მოლაპარაკებებზე - პუტინის კომენტარი

04.06.25 19:56
უარს ამბობს თუ არა რუსული მხარე უკრაინასთან მოლაპარაკებებზე - პუტინის კომენტარი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ "რუსეთის დაშინების მცდელობით კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა"

მისივე თქმით, "საერთოდ ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ტერორზე აკეთებს ფსონს ტერორისტებთან?" - ამბობსვლადიმერ პუტინი. 

რუსეთის დაშინების მცდელობით კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა. და ამავდროულად საბრძოლო ქმედებების შეჩერებას ითხოვს 30 ან 60 დღით, შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე. მაგრამ როგორ ჩავატაროთ ასეთ პირობებში მსგავსი შეხვედრები? რაზე ვისაუბროთ? საერთოდ ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ტერორზე აკეთებს ფსონს ტერორისტებთან?” - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, მთავრობის წევრებთან სხდომაზე პუტინს უკრაინის მიერ 1 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაცია "აბლაბუდა" არ უხსენებია. 

შეგახსენებთ, უკრაინამ რუსეთის სამხედრო ავიაციას უდიდესი დარტყმა მიაყენა. აღარ არსებობს ბირთვული იარაღის მატარებელი ბომბდამშენები. ეს რუსეთის ტერტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დივერსიაა. წინასწარი მონაცემებით, ზარალი ორ მილიარდ დოლარზე მეტია.

სპეცოპერაციისთვის საჭირო ნივთები უკრაინის დაზვერვამ რუსეთში ნაწილ-ნაწილ შეიტანა - ჯერ დრონები, შემდეგ მოძრავი ხის კოტეჯები. სტრატეგიულ ობიექტებთან მოთავსებული სახლების სახურავები გადამწყვეტ მომენტში დისტანციურად გაიხსნა და დრონები რუსეთის აეროდრომების გასანადგურებლად გაფრინდნენ.

ოპერაციას პირადად აკონტროლებდა უკრაინის პრეზიდენტი. 

სპეცოპერაცია კრემლში ტერორისტულ თავდასხმად შეაფასეს. შაბლონურ განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი სიახლეები