პუტინი კამერების წინ არ აიცრება, სიტყვაზე უნდა გვენდოთ - პესკოვი

23.03.21 22:03
პუტინი კამერების წინ არ აიცრება, სიტყვაზე უნდა გვენდოთ - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. კრემლის პრესსპიკერის თქმით, პუტინს საჯარო აცრები არ მოსწონს და სხვა ქვეყნების ლიდერების მსგავსად, კამერების წინ ვაქცინაციას არ აპირებს. ასევე უცნობია რომელი ვაქცინით მოხდება რუსეთის პრეზიდენტის აცრა.

აცრის პროცესს არ ვაჩვენებთ, სიტყვაზე უნდა გვენდოთ, პუტინს არ მოსწონს კამერების წინ აცრა - თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, რუსეთში 144 მილიონი მოსახლიდან ამ დროისთვის დაახლოებით 4 მილიონი ადამიანია ვაქცინირებული 2 დოზით. ქვეყანაში კორონავირუსის 4  474 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი კი 95 ათასს აჭარბებს.