მჯერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის შეთანხმების რეალური შანსი არსებობს - ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ისრაელი და ირანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.
როგორც Sky News იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამწვავებაზე ისაუბრა უშუალოდ მანამდე, სანამ კანადაში დიდი შვიდეულის ლიდერთა სამიტზე გაემგზავრებოდა:
ვფიქრობ, დროა შეთანხმებისთვის. ხანდახან მათ ბრძოლა სჭირდებათ, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. მე მჯერა, რომ რეალური შანსი არსებობს შეთანხმებაზე, - თქვა ტრამპმა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტმა არ უპასუხა შეკითხვას, სთხოვა თუ არა ისრაელს ირანზე იერიშის შეჩერება.