თუ ისრაელის მხარდასაჭერად აშშ პირდაპირ ჩაერევა, მაშინ აგრესორებს ჭკუას ვასწავლით - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

19.06.25 12:10
თუ ისრაელის მხარდასაჭერად აშშ პირდაპირ ჩაერევა, მაშინ აგრესორებს ჭკუას ვასწავლით - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

თუ ისრაელის მხარდასაჭერად აშშ პირდაპირ ჩაერევა, მაშინ აგრესორებს ჭკუას ვასწავლით, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეირაღებულ კონფლიქტში აშშ-ის პირდაპირი ჩარევის შემთხვევაში, ირანი „ყველა საჭირო სამხედრო ვარიანტს“ განიხილავს.

თუ აშშ-ს სურს, ისრაელის მხარდასაჭერად აქტიურად ჩაერიოს, მაშინ ირანს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ თავის დასაცავად და აგრესორებისთვის ჭკუის სასწავლებლად ყველა საჭირო საშუალება გამოიყენოს... თუ მათ არ სურთ, რომ ისრაელის აგრესია შეაჩერონ, მაშინ აშშ-სთვის ჩვენი რეკომენდაციაა, რომ გვერდით გადგნენ“, - აღნიშნა ქაზემ ღარიბაბადიმ.

რას ამბობს ტრამპი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით? - აიათოლას მუქარის მიუხედავად, ტრამპი აცხადებს, რომ სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით, თეთრ სახლს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.