Bloomberg: ამერიკელი მაღალჩინოსნები ირანზე შესაძლო დარტყმისთვის ემზადებიან
ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის რამდენიმე ფედერალური უწყების ხელმძღვანელი, უახლოეს დღეებში ირანზე შესაძლო დარტყმისთვის ემზადებიან - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა იტყობინება, წყაროთა ნაწილი ამბობს, რომ ირანზე შესაძლო დარტყმა ამ შაბათ-კვირას განხორციელდება, თუმცა ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.
რას ამბობს ტრამპი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით? - აიათოლას მუქარის მიუხედავად, ტრამპი აცხადებს, რომ სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით, თეთრ სახლს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.