"ვფიქრობ, იქ რაღაც მოხდება" - ტრამპი რუსეთ-უკრაინაზე

27.06.25 23:12
"ვფიქრობ, იქ რაღაც მოხდება" - ტრამპი რუსეთ-უკრაინაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაურეკა და ირანთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა. 

ტრამპის თქმით, მან პუტინს უთხრა, რომ ირანის საკითხს თავად მოაგვარებდა და რუსეთთან დაკავშირებით დახმარებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი აზრით "რაღაც მოხდება". 

რუსეთზე ვსაუბრობთ და ვმუშაობთ ამაზე. პრეზიდენტმა პუტინმა დამირეკა და მითხრა: "სიამოვნებით დაგეხმარები ირანთან დაკავშირებით". მე ვუთხარი: "გამიწიე ანგარიში. მე მოვაგვარებ ირანს. დამეხმარე რუსეთთან დაკავშირებით. ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ". და ვფიქრობ, იქ რაღაც მოხდება," - განაცხადა ტრამპმა. 

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების ახალი ეტაპის ჩსატარებლად მზადაა.