ბოდიში შეფერხებისათვის - მარკ ცუკერბერგის პირველი კომენტარი 8 საათიანი შეფერხების შემდეგ

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ქსელების 8-საათიანი გათიშვის გამო ბოდიშს იხდის.
ცუკერბერგი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ნდობისთვის მადლობას უხდის.
Facebook, Instagram, Whatsapp და Messenger ბრუნდება. ბოდიში დღევანდელი შეფერხებისათვის - ვიცი, რამდენად ენდობით ჩვენს სერვისს,“ - წერს მარკ ცუკერბერგი.
Facebook, Instagram, Whatsapp და Messenger თითქმის 8 საათის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გათიშული იყო.
Facebook-ს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება რა გახდა სოციალური ქსელების პარალიზების მიზეზი.
Insider Paper-ის ცნობით, Facebook-ის თანამშრომლებმა ოფისში შესვლაც ვერ მოახერხეს, რადგან მათი საშვები დაბლოკილი იყო.
FORBES-ის ინფორმაციით, შეფერხების გამო მარკ ცუკერბერგის ქონება თითქმის 7 მილიარდი დოლარით შემცირდა. საიტის გათიშვის გამო მისმა აქციებმა 5%-ით იკლო.