ფინეთის მოსახლეობა ელექტროენერგიას უფასოდ მოიხმარს

24.03.21 12:35
ფინეთის მოსახლეობა  ელექტროენერგიას უფასოდ მოიხმარს

ფინეთში  ელექტროენერგიის ღირებულება უარყოფით ნიშნულზე დავიდა და ერთი მეგავატ/საათის ფასი მინუს 20 ევროცენტი გახდა. ასეთი ეფექტის მიღება ქარის ტურბინებით გახდა შესაძლებელი, რომლებიც ქარიან ამინდში სრული დატვირთვით მუშაობენ.


ფინეთში ელენერგიაზე რეკორდულად დაბალი ფასები მთელი ზამთრის განმავლობაში ფიქსირდება. ამას ჩვეულებრივი მომხმარებლებიც გრძნობენ – მათმა უმრავლესობამ იანვარში საშუალოდ კილოვატ/საათში 2,29 ევროცენტით ნაკლები გადაიხადა, ნოემბერთან შედარებით.

მსგავსი სიახლეები