ზელენსკი გასულ ღამეს უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება

19.07.25 12:17
ზელენსკი გასულ ღამეს უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება

ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ ღამეს უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი X-ზე წერს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და 30 რაკეტა გაუშვა.

„ღამით, ჩვენმა მეომრებმა კიდევ ერთი რუსული თავდასხმა მოიგერიეს. სამიზნეების განადგურება კვლავ გრძელდება - დრონები ჰაერში რჩება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად ოდესაში ექვსი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.

„იარაღის ერთობლივი წარმოება, უკრაინაში დრონების წარმოებაში ინვესტიციების ჩადება, საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და რაკეტებით უზრუნველყოფა და მათი უკრაინაში წარმოების შესაძლებლობა - ეს ყველაფერი სიცოცხლის გადარჩენას შესაძლებელს ხდის და ახლა უკრაინას სჭირდება“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები