"გამოცდა პუტინისთვის"- პოლიტიკური ლიდერების შეფასებები ტრამპი-პუტინის ისტორიულ შეხვედრამდე

11.08.25 11:06
"გამოცდა პუტინისთვის"- პოლიტიკური ლიდერების შეფასებები ტრამპი-პუტინის ისტორიულ შეხვედრამდე

შეძლებს თუ არა  ვლადიმერ პუტინი პოლიტიკური გამოსდის ჩაბარებას -ალასკაში დაგეგმილი ისტორიული შეხვედრის დაწყებამდე 4 დღე რჩება. ექვსი წლის შემდეგ,  ტრამპი და პუტინი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.

ცნობილია, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე განხილვის მთავარი საკითხი რუსეთ უკრაინის ომია.

მედია  თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, რომ პარასკევს სავარაუდოდ შტატებში ჩაფრინდება ვოლოდიმირ ზელენსკიც.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ  სანქციების და უკრაინის და ევროპისას ჩართულობის გარეშე პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, რადგან, როცა პუტინი ამბობს, რომ მშვიდობა უნდა, უკრაინულ მიწაზე ახალი აფეთქების ხმა ისმის. 

რესპუბლიკელი სენატორი, ჯეიმს დევიდ ვენსი იმედს გამოთქვამს, რომ შერთებული შტატების პრეზიდენტი შეძლებს, რომ ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას. 

სენატორის თქმით, ხლა შტატები ისეთი შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად, რომელიც ორივე ქვეყანას შეეფერება: 

ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი უნდა იყოს ის, ვინც ამ ორს გააერთიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვესაუბრებით უკრაინელებს, მე ვესაუბრე უკრაინელებს დღეს დილით, მარკო რუბიო ბევრჯერ ესაუბრა მათ, ჩვენ ამ დიალოგს შევინარჩუნებთ, მაგრამ, ფუნდამენტურად, სწორედ აქ უნდა აიძულოს ტრამპმა პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი, რომ რეალურად დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა გადაჭრან თავიანთი უთანხმოებები.

ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ის არასდროს დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან ზელენსკისთან ერთად, ახლა ეს უნდა შეიცვალოს, ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, სადაც ვცდილობთ, გავარკვიოთ, გულწრფელად რომ ვთქვათ, როდის შეუძლია, ამ სამ ლიდერს დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და განიხილოს ამ კონფლიქტის დასრულება.

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება, სავარაუდოდ, არცერთ მხარეს არ დააკმაყოფილებს და ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, სავარაუდოდ, მოსკოვსა და კიევს უკმაყოფილოსდატოვებს. ახლა შტატები ისეთი შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად, რომელიც ორივე ქვეყანას შეეფერება"- აღნიშნავს ვენსი. 

NATO-ს გენერალური მდივანის, მარკ რუტეს თქმით, ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრა პუტინისთვის გამოცდა იქნება. 

მისი თქმით,  თუკი სამიტი კარგად წარიმართება უკრაინა სამომავლო სამშვიდობო ძალისხმევაშიც ჩართული იქნება. 

ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი  დასავლური ალიანსისთვის კვლავ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი ტრამპი მას გამოცდის და პარასკევს ვნახავთ, ამ პროცესის დაწყებით რამდენად შორს წავა საქმე.ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ გვქონდა ნატოს შესანიშნავი სამიტი, სადაც თავდაცვის ხარჯების 5%-იანი ზრდის ვალდებულება მივიღეთ. ეს ნაბიჯი იცით რომ, ჩვენი მთავარი საფრთხისთვის - რუსეთისთვის მკაფიო სიგნალია, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი. პარასკევს რაც მოხდება, პუტინის გამოცდაა პრეზიდენტი ტრამპის მიერ. და მე მას შევაქებდი იმ ფაქტის გამო. ცხადია, როდესაც საქმე ეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ცეცხლის შეწყვეტას და იმას, თუ რა მოხდება შემდეგ ტერიტორიებზე, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, უკრაინა უნდა იყოს და იქნება ჩართული. თუმცა, პარასკევს მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი პუტინი. და ერთადერთი, ვისაც ამის გამოაშკარავება შეუძლია, არის პრეზიდენტი ტრამპი. ამიტომ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა შედგეს. ეს არ იქნება საბოლოო სიტყვა ამ საკითხზე.  საბოლოო შეთანხმება არ იქნება. რა თქმა უნდა, უკრაინა უნდა იყოს ჩართული, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს ამ პროცესის შემდეგი ფაზა, რუსებზე ზეწოლა ზუსტად ისე, როგორც ამას პრეზიდენტი ტრამპი აკეთებდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში"- თქვა NATO-ს გენერალური მდივანმა. 

ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 აგვისტოს ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

გერმანიის კანცლერის თქმით,  რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ ამ ომის გაგრძელება შეუძლებელია:

ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ იმას, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის, ევროპელების და უკრაინელების გვერდის ავლით, განხილული ან თუნდაც გადაწყვეტილი იქნას ტერიტორიის საკითხები. ვფიქრობ, ამერიკის მთავრობა ამას იგივე თვალით უყურებს.

არ შეიძლება იყოს ისეთი მშვიდობა, რომელიც  რუსეთის აგრესიულ წინსვლას კიდევ უფრო წააქეზებს. რაც პარასკევს ალასკაზე მოხდება, არ უნდა დარჩეს შედეგების გარეშე. უნდა იყოს შედეგები - ან რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერების მიმართულებით, ან რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ ამ ომის გაგრძელება შეუძლებელია"- თქვა მან. 

შეგახსენებთ, Bloomberg- ის ცნობით, ევროპელ ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვა სურთ, სანამ ის ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები