ტრამპისა და პუტინის შეხვედრა დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და პუტინის თანაშემწე უშაკოვი ესწრებიან.
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შეხვდნენ. აეროდრომიდან ტრამპი და პუტინი ერთი ავტომობილით გაემგზავრნენ.