წყარო FOX News-ს: შეხვედრაზე საუბარი იყო უკრაინის უსაფრთხოებაზე და რუსეთის მიერ მისი დარღვევის შემთხვევაში NATO-ს ჩართულობაზე

16.08.25 09:19
წყარო FOX News-ს: შეხვედრაზე საუბარი იყო უკრაინის უსაფრთხოებაზე და რუსეთის მიერ მისი დარღვევის შემთხვევაში NATO-ს ჩართულობაზე

ალასკაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის შემდეგ, წყარო თეთრი სახლიდან FOX News-ს ეუბნება, რომ შეხვედრაზე საუბარი უკრაინის უსაფრთხოებაზე და რუსეთის მიერ მისი დარღვევის შემთხვევაში NATO-ს ჩართულობაზე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში  FOXNEWS-ის ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია წერს. 

"წყარო თეთრი სახლიდან გვეუბნება, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრაზე საუბარი იყო უკრაინის უსაფრთხოებაზე და რუსეთის მიერ მისი დარღვევის შემთხვევაში NATO-ს ჩართულობაზე. ესაა რაზეც ისაუბრეს" - წერს ნანა საჯაია.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა.

დაახლოებით 12 წუთიანი საუბრის განმავლობაში ლიდერს პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ.