Reuters: ტრამპმა პუტინს მელანია ტრამპის წერილი გადასცა, რომელშიც ომის დროს გატაცებულ ბავშვებზეა საუბარი

16.08.25 09:39
Reuters: ტრამპმა პუტინს მელანია ტრამპის წერილი გადასცა, რომელშიც ომის დროს გატაცებულ ბავშვებზეა საუბარი

Reuters-ი ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლემ, მელანია ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინის წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინასა და რუსეთში ბავშვების მდგომარეობაზეა საუბარი.

გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა მათთან საუბარში განაცხადეს, რომ წერილი ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპმა ალასკაში სამიტის დროს პირადად გადასცა.

  • ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა.

დაახლოებით 12 წუთიანი საუბრის განმავლობაში ლიდერს პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ. 

მსგავსი სიახლეები