პუტინმა ტრამპი მოსკოვში დაპატიჟა - რა იყო აშშ-ს პრეზიდენტის პასუხი
მიპატიჟება მოსკოვში - ალასკაში გამართული შეხვედრის დასრულებისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მალე დაუკავშირდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს, ასევე პუტინს უთხრა, რომ, სავარაუდოდ, მას მალე მეორეჯერ შეხვდებოდა, რის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტისგან მოსკოვში მიპატიჟება მიიღო - პუტინმა მას ინგლისურად უპასუხა: "შემდეგ ჯერზე მოსკოვში".
"ო, ეს საინტერესოა. არ ვიცი. ცოტა მოულოდნელი იყო, მაგრამ ამის შესაძლებლობას ვხედავ." - უპასუხა პუტინს ტრამპმა.
- ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა.
დაახლოებით 12 წუთიანი საუბრის განმავლობაში ლიდერს პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ.