თეთრი სახლი: ამ წუთებში, ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს

16.08.25 11:01
თეთრი სახლი: ამ წუთებში, ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, ამ წუთებში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს.

ამის შესახებ დენ სკავინო სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„Air Force One-ი ენდრიუსის ბაზაზე დაეშვა. პრეზიდენტი ზელენსკისა და სხვებს ესაუბრება. თვითმფრინავიდან ჩამოსვლა ამიტომ დაგვიანდა“, - წერს დენ სკავინო.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ალასკაზე ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „უკრაინის პრეზიდენტს დაურეკავდა და შეხვედრის შესახებ აცნობებდა“.

  • ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა.

დაახლოებით 12 წუთიანი საუბრის განმავლობაში ლიდერს პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ.