ზელენსკი ამერიკაში ჩავა - პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ვაშინგტონში ორშაბათს უმასპინძლებს
ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკაში ჩავა - პუტინთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ვაშინგტონში ორშაბათს უმასპინძლებს. შეთანხმების შედეგის გარეშე დამთავრებული, მაგრამ იმედიანად შეფასებული შეხვედრის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი ომში მყოფი ქვეყნის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც ზელენსკი სოციალურ პლატფორმებზე იტყობინება, პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შესახებ, საუბრის ძირითად საკითხებზე, მოკლედ მოუყვა.
უკრაინის პრეზიდენტი უკრაინა-ამერიკა-რუსეთის სამმხრივ შეხვედრაზე თანხმობას აცხადებს და ხაზს უსვამს, რომ საკვანძო საკითხების განხილვა შეიძლება ლიდერების დონეზე - "სამმხრივი ფორმატი კი ამისთვის შესაფერისია".
ხანგრძლივი, შინაარსიანი საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან ჯერ ერთი ერთში და შემდეგ ასევე ევროპელი ლიდერების მონაწილეობით. ჯამში, საათნახევარზე მეტი ვისაუბრე, დაახლოებით საათზე - პრეზიდენტ ტრამპთან.
უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოს მშვიდობისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შესახებ, საუბრის ძირითად საკითხებზე, მოკლედ მომიყვა. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სიძლიერე გავლენას ახდენს სიტუაციაზე.
ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა-ამერიკა-რუსეთის სამმხრივ შეხვედრაზე. უკრაინა ხაზს უსვამს: საკვანძო საკითხების განხილვა შეიძლება ლიდერების დონეზე, სამმხრივი ფორმატი კი ამისთვის შესაფერისია.
ყველა დეტალი მკვლელობების დასრულების, ომის დასრულების შესახებ, ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპთან ვაპირებ განვიხილო ვაშინგტონში. დააფასეთ მოწვევა", - აცხადებს ზელენსკი.
გამოცემა "აქსიოსი" წერს, რომ ტრამპის საუბარი ზელენკისთან და ნატოს ლიდერებთან მარტივი არ ყოფილა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა თანამოსაუბრეებს უთხრა, რომ პუტინს არ უნდა ცეცხლის შეწყვეტა და ითხოვს "ყოვლისმომცველი შეთანხმების" დადებას.
- ცნობისთის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა.
დაახლოებით 12 წუთიანი საუბრის განმავლობაში ლიდერს პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ.