თუ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ ომი შობამდე დასრულდება - ლინდსი გრემი

16.08.25 12:58
თუ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ ომი შობამდე დასრულდება - ლინდსი გრემი

ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ფიქრობს, რომ თუ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ ეს ომი შობამდე დასრულდებ

ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ პრეზიდენტ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, მაშინ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ომი შობამდე უფრო ადრე დასრულდება. თუ შეხვედრა არ შედგება, ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულ შედეგებს დააკისრებს პუტინს და მათ, ვინც მის ნავთობსა და გაზს ყიდულობს“, - განაცხადა ლინსი გრემმა.

თავდაპირველად, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ FOX News-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ "იგეგმება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, რომელსაც, შესაძლოა, თავადაც დაესწროს".  

ტრამპს შეხვედრის შესაძლო თარიღზე, ადგილმდებარეობაზე ან სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თქვა, რომ "ახლა ყველაფერი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს". ამის შემდეგ, უკვე დღეს ტრამპი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტსაც. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერსპრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა-ამერიკა-რუსეთის სამმხრივ შეხვედრაზე.

ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ჩადის - უფრო მეტი დეტალი უკვე ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. 

მსგავსი სიახლეები