ტრამპი: ზელენსკი მეწვევა ვაშინგტონში ორშაბათს... თუ ყველაფერი კარგად წავა, შემდეგ დავგეგმავთ შეხვედრას პუტინთან
პრეზიდენტი ზელენსკი მეწვევა ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში, ორშაბათს. თუ ყველაფერი კარგად წავა, შემდეგ დავგეგმავთ შეხვედრას პრეზიდენტ პუტინთან - ამის შესახებ, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
როგორც ტრამპი აცხადებს, ყველა შეთანხმდა, რომ საუკეთესო გზა რუსეთსა და უკრაინის შორის საშინელი ომის დასასრულებლად არის პირდაპირი მშვიდობის შეთანხმება, რომელიც ომს დაასრულებს და არა უბრალო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
ალასკაში დიდი და ძალიან წარმატებული დღე იყო! შეხვედრამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგად ჩაიარა, ასევე გვიან ღამით განხორციელდა სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და სხვადასხვა ევროპულ ლიდერებთან, მათ შორის ნატოს გენერალურ მდივანთან.
ყველა შეთანხმდა, რომ საუკეთესო გზა რუსეთსა და უკრაინის შორის საშინელი ომის დასასრულებლად არის პირდაპირი მშვიდობის შეთანხმება, რომელიც ომს დაასრულებს და არა უბრალო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად არ აღსრულდება.
პრეზიდენტი ზელენსკი მეწვევა ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში, ორშაბათს. თუ ყველაფერი კარგად წავა, შემდეგ დავგეგმავთ შეხვედრას პრეზიდენტ პუტინთან. შესაძლოა, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხის მიმართ!", - წერს დონალდ ტრამპი.
თავდაპირველად, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ FOX News-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ "იგეგმება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, რომელსაც, შესაძლოა, თავადაც დაესწროს".
ტრამპს შეხვედრის შესაძლო თარიღზე, ადგილმდებარეობაზე ან სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თქვა, რომ "ახლა ყველაფერი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს". ამის შემდეგ, უკვე დღეს ტრამპი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტსაც. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერსპრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა-ამერიკა-რუსეთის სამმხრივ შეხვედრაზე.
ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ჩადის - უფრო მეტი დეტალი უკვე ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.