„აქსიოსი" - ტრამპმა ზელენსკის და რუტეს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ პუტინს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა

16.08.25 14:33
„აქსიოსი" - ტრამპმა ზელენსკის და რუტეს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ პუტინს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა

გამოცემა "აქსიოსი" წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტის საუბარი  უკრაინის პრეზიდენტთან და ნატოს ლიდერებთან მარტივი არ ყოფილა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკი და მარკ რუტეს უთხრა, რომ პუტინს არ უნდა ცეცხლის შეწყვეტა და ითხოვს "ყოვლისმომცველი შეთანხმების" დადებას. 

სოციალურ ქსელ X-ში წყაროზე დაყრდნობით, „აქსიოსის“ ჟურნალისტი , ბარაკ რავიდი დონალდ ტრამპის ციტატასაც აქვეყნებს: „ვფიქრობ, სწრაფი სამშვიდობო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე უკეთესია“.

  • ცნობისთის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა.

დაახლოებით 12 წუთიანი საუბრის განმავლობაში ლიდერს პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ. 

მსგავსი სიახლეები