ვიქტორ ორბანი ალასკაზე გამართულ შეხვედრას ეხმაურება
ვიქტორ ორბანი ალასკაზე, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელს X-ზე წერს, რომ "დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხოა, ვიდრე გუშინ".
„წლების განმავლობაში ვხედავდით, თუ როგორ ანადგურებდა ორი ბირთვული სახელმწიფო თანამშრომლობის ჩარჩოებს და ერთმანეთს არამეგობრულ მესიჯებს უგზავნიდა. ახლა ეს დასრულდა“, - წერს ვიქტორ ორბანი X-ზე.
- ცნობისთის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა.
დაახლოებით 12 წუთიანი საუბრის განმავლობაში ლიდერს პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ.
ამის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ FOX News-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ "იგეგმება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, რომელსაც, შესაძლოა, თავადაც დაესწროს".
ტრამპს შეხვედრის შესაძლო თარიღზე, ადგილმდებარეობაზე ან სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თქვა, რომ "ახლა ყველაფერი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს". ამის შემდეგ, უკვე დღეს ტრამპი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტსაც. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერსპრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა-ამერიკა-რუსეთის სამმხრივ შეხვედრაზე.
ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ჩადის - უფრო მეტი დეტალი უკვე ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.