მედვედევი ალასკაში გამართულ შეხვედრას ეხმაურება
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ტელეგრამ არხზე ალასკაში გამართულ შეხვედრას ეხმაურება და ირწმუნება, რომ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებაზე მომავალი შედეგის მიღწევაზე პასუხისმგებლობა კიევსა და ევროპას დააკისრეს.
„შეხვედრა ალასკაში. პირველი შედეგები: 1. აღდგენილია რუსეთსა და აშშ-ს შორის უმაღლესი დონის შეხვედრების სრულფასოვანი მექანიზმი. მშვიდი, ულტიმატუმებისა და მუქარების გარეშე; 2. რუსეთის პრეზიდენტმა პირადად და დეტალურად გადასცა აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ჩვენი პირობები; 3. თითქმის სამსაათიანი შეხვედრის შედეგად თეთრი სახლის ხელმძღვანელმა უარი თქვა რუსეთზე ზეწოლის ესკალაციაზე. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით; 4. მნიშვნელოვანია: შეხვედრამ აჩვენა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია წინასწარი პირობების გარშე და სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელების პარალელურად; 5. მთავარი: ორივე მხარემ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე მომავალი შედეგების მიღწევაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ კიევსა და ევროპას დააკისრა“, – წერს დიმიტრი მედვედევი.
- ცნობისთის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა.
დაახლოებით 12 წუთიანი საუბრის განმავლობაში ლიდერს პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ.
ამის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ FOX News-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ "იგეგმება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, რომელსაც, შესაძლოა, თავადაც დაესწროს".
ტრამპს შეხვედრის შესაძლო თარიღზე, ადგილმდებარეობაზე ან სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თქვა, რომ "ახლა ყველაფერი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს". ამის შემდეგ, უკვე დღეს ტრამპი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტსაც. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერსპრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა-ამერიკა-რუსეთის სამმხრივ შეხვედრაზე.
ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ჩადის - უფრო მეტი დეტალი უკვე ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.