იმედის სხივი გაჩნდა - ჯორჯია მელონი ალასკაში გამართულ მოლაპარაკებაზე

16.08.25 16:10
იმედის სხივი გაჩნდა - ჯორჯია მელონი ალასკაში გამართულ მოლაპარაკებაზე

იმედის სხივი გაჩნდა - ასე ეხმაურება ტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელანილასკაში გამართულ მოლაპარაკებაას.

მისი თქმით, "რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრამ უკრაინაში მშვიდობის იმედი გააჩინა".

„საბოლოოდ გაჩნდა იმედის სხივი უკრაინაში მშვიდობის განსახილველად. იტალია თავის წვლილს ასრულებს დასავლელ მოკავშირეებთან ერთად“, – აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

  • ცნობისთის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია შეთანხმების გამოცხადების გარეშე დასრულდა.

დაახლოებით 12 წუთიანი საუბრის განმავლობაში ლიდერს პრეზიდენტებმა ილაპარაკეს პროგრესზე, თუმცა შეთანხმების საკითხები თუ დეტალები არ გამოუცხადებიათ. 

ამის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა FOX News-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ "იგეგმება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, რომელსაც, შესაძლოა, თავადაც დაესწროს".  

ტრამპს შეხვედრის შესაძლო თარიღზე, ადგილმდებარეობაზე ან სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თქვა, რომ "ახლა ყველაფერი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს". ამის შემდეგ, უკვე დღეს ტრამპი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტსაც. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერსპრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა-ამერიკა-რუსეთის სამმხრივ შეხვედრაზე.

ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ჩადის - უფრო მეტი დეტალი უკვე ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. 

მსგავსი სიახლეები