პუტინმა ალასკაში გამართული შეხვედრის დეტალებზე კრემლში, თათბირისას ისაუბრა

16.08.25 20:22
პუტინმა ალასკაში გამართული შეხვედრის დეტალებზე კრემლში, თათბირისას ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალასკის სამიტის შემდეგ, კრემლში თათბირისას, მასა და დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, დარეგულირების საფუძველში უნდა იყოს ჩადებული უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა.

პუტინის განცხადებით, ალასკაში გამართული შეხვედრის დროს რუსულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, მშვიდად, დეტალურად წარედგინა თავისი პოზიცია.

„ჩვენ ვისაუბრეთ ურთიერთობების თითქმის ყველა სფეროზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ უკრაინის კრიზისის სამართლიან საფუძველზე შესაძლო მოგვარებაზე. და, რა თქმა უნდა, გვქონდა შესაძლებლობა, რაც გავაკეთეთ კიდეც, გვესაუბრა ამ კრიზისის გენეზისზე, მიზეზებზე. სწორედ ამ ძირეული მიზეზების აღმოფხვრა უნდა იყოს ჩადებული დარეგულირების საფუძველში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოზიციას, რომელიც სამხედრო მოქმედებების სწრაფად დასრულების აუცილებლობას ხედავს. ჩვენც ეს გვსურს და გვსურს ყველა საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე გადასვლა. საუბარი ძალიან გულწრფელი, შინაარსიანი იყო და, ჩემი აზრით, ეს გვაახლოებს საჭირო გადაწყვეტილებებთან“, - თქვა მან.